ბაჩო ახალაია - "თენგიზ გუნავასა და დავით ლორთქიფანიძის დაკავება ტერორის მცდელობაა"

ბაჩო ახალაია - "თენგიზ გუნავასა და დავით ლორთქიფანიძის დაკავება ტერორის მცდელობაა"

კახეთის კუდ-ის უფროსის მოადგილის დავით ლორთქიფანიძისა და შსს-ს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსის თენგიზ გუნავას დაკავება ახალი ხელისუფლების მხრიდან ტერორის მცდელობაა და სისტემიდან ყველა პატიოსანი ადამიანის ჩამოცილებას ემსახურება, - ამის შესახებ ყოფილმა შს მინისტრმა ბაჩო ახალაიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

"ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტმა, რომელიც საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის წევრია, დღეს ბაჩო ახალაია სასჯელაღსრულების #7 დაწესებულებაში მოინახულა.

"ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტთან საუბრისას ბაჩო ახალაიამ არ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მას დაწესებულების სხვა პატიმრები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ. მისი თქმით, მსგავსი ფაქტები არ დაფიქსირებულა, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში თავს უსაფრთხოდ აღნიშნულ დაწესებულებაში არ გრძნობს და სხვა ციხეში უნდა გადაიყვანონ.

ბაჩო ახალაია შს სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და განაცხადა, რომ დავით ლორთქიფანიძე და თენგიზ გუნავა უსამართლოდ არიან დაკავებულები. მისი თქმით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, შეესაბამება თუ არა სიმართლეს მათ მიმართ წაყენებული ბრალი და მათი დაკავება სწორედ ამის შემდეგ უნდა მოხდეს.

"დავით ლორთქიფანიძე და თენგიზ გუნავა არიან უპატიოსნესი ადამიანები და მათ მიმართ მსგავსი ქმედებები ემსახურება იმას, რომ ხელისუფლება ცდილობს სისტემაში კონტროლის სხვა მექანიზმები დაამყაროს, ცდილობს პატიოსანი ადამიანების ჩამოშორებას და კორუმპირებული ადამიანების დანიშვნას", - განაცხადა ბაჩო ახალაიამ.

ამასთან, ახალაიას ინფორმაციით, არსებობს იმ ადამიანების სია, ვისი დაკავებაც იგეგმება. მისი განცხადებით, აღნიშნული სიები შს სამინისტროში შეადგინეს და მას კურირებს შს მინისტრის გარემოცვა.

ამასთან, როგორც ბაჩო ახალაიამ აღნიშნა, დავით ლორთქიფანიძე, სავარაუდოდ, მისი ძმის, შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, გია ლორთქიფანიძის გამო არის დაკავებული.

"სად ეჩქარებოდათ, გამოეძიებინათ, გაერკვიათ, არის თუ არა დავით ლორთქიფანიძე დამნაშავე და მერე დაეკავებინათ. როცა იჭერენ დავით ლორთქიფანიძეს და თენგიზ გუნავას და მათი დაჭერა ხდება დათო ბედიას ხელით, აქ ყველაფერია ნათქვამი", - განაცხადა ბაჩო ახალაიამ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა