პალესტინის ავტონომიას სახელმწიფო-დამკვირვებლის სტატუსი მიენიჭა

პალესტინის ავტონომიას სახელმწიფო-დამკვირვებლის სტატუსი მიენიჭა

მიუხედავად ისრაელისა და ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგობისა, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა პალესტინის ავტონომიის სახელმწიფო-დამკვირვებლის სტატუსამდე ამაღლებას. ამის შესახებ ტელეკომპანია "ბიბისი" იუწყება.

ამასთან, პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა ამ გადაწყვეტილებამდე გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე განაცხადა, რომ პალესტინელების სტატუსზე კენჭისყრა "იქნება უკანასკნელი შანსი ორი სახელმწიფოს შექმნისთვის".

თავის მხრივ, გაერო-ში ისრაელის ელჩმა აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება მშვიდობის ხელშეწყობის ნაცვლად პროცესებს უკან წევს.

საერთო ჯამში, სტატუსის ამაღლებას მხარი დაუჭირა 138-მა ქვეყანამ. მათ შორის - რუსეთმა, საფრანგეთმა და იაპონიამ.

ხოლო 41 ქვეყნის წარმომადგენელმა თავი შეიკავა. მათ შორის - დიდი ბრიტანეთის და გერმანიის.

პალესტინისთვის სტატუსის ამაღლებაზე უარი თქვა ცხრა ქვეყანამ: აშშ-მა, ისრაელმა, კანადამ, მარშალის კუნძულებმა, მიკრონეზიამ, ნაურუმ, პალაუმ, პანამამ და ჩეხეთმა.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?