სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალებია გამოკვეთილი , - ამის შესახებ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გამოძიების ამ ეტაპზე ის ახალი დეტალების გახმაურებისგან თავს იკავებს.
"გირგვლიანის საქმეზე ინტენსიურად მიმდინარეობს გამოძიება. გამოკვეთილია ახალი დეტალები, ახალი მონაცემები. სანამ არ გამოიკვეთება პასუხისმგებელ პირთა ზუსტი ვინაობა და არ დაზუსტდება მათი ქმედებები, ჯერჯერობით გამოძიების ამ ეტაპზე ჩვენ რაიმე კონკრეტიკისგან თავს ვიკავებთ. ძალიან ინტენსიურად მიდის გამოძიება, ის პროგრესირებს და ახლო დროში გახსნილი გვექნება ეს საქმე", - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.