შემოსავლების სამსახური გოგა ხაჩიძეს საგამოძიებო ორგანოებისთვის მიმართვისკენ მოუწოდებს

შემოსავლების სამსახური გოგა ხაჩიძეს საგამოძიებო ორგანოებისთვის მიმართვისკენ მოუწოდებს

შემოსავლების სამსახური დეპუტატ გოგა ხაჩიძეს საგამოძიებო ორგანოებისთვის მიმართვისკენ მოუწოდებს. როგორც შემოსავლების სასმსახურის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სოციალური ქსელით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გიორგი ხაჩიძის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, ქართველი მებაჟეების მიერ ფულის გამოძალვის ფაქტების შესახებ.

"სსიპ შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია განაცხადოს, რომ შემოსავლების სამსახური დაინტერესებულია გამოავლინოს და აღკვეთოს მოქალაქის მიმართ ჩვენი სამსახურის თანამშრომლების მიერ ჩადენილი, ნებისმიერი არამართლზომიერი ქმედება და კანონდარღვევა.

ჩვენ მივესალმებით ჩვენი მოქალაქეების ან ჩვენი ქვეყნის სტუმრების მიერ გამოთქმულ შენიშვნებს, სურვილებს და მოსაზრებებს, მიმართულს ჩვენი საქმიანობის და მომსახურების გაუმჯობესებისკენ, გამოვლენილი კანონდაღვევების აღმოფხვრისკენ.

შესაბამისად, შემოსავლების სამსახური მოუწოდებს ბატონ გიორგი ხაჩიძეს, მიმართოს საგამოძიებო ორგანოებს და წარუდგინოს მათ მის მიერ დაფიქსირებული სამართალდარღვევების დამადასტურებელი მტკიცებულებები. ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, გიორგი ხაჩიძის განცხადება, ჩვენს მიერ განხილულ იქნება როგორც იაფფასიანი პოლიტიკური სპეკულაცია და ცილისწამება, მიმართული შემოსავლების სამსახურის და მისი თანამშრომლების დისკრედიტაციისკენ", - აღნიშნულია განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა