შეწყალების სახელმწიფო კომისიამ დადებითი გადაწყვეტილება წარმოდგენილი საქმეებიდან დაახლოებით 1/3-ზე მიიღო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს კომისიის წევრმა ანდრო ალავიძემ განუცხადა.
ალავიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კომისიამ ყველა მსჯავრდებულის საქმე ინდივიდუალურ რეჟიმში განიხილა და გადაწყვეტილება საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით მიიღო.
მისივე თქმით, ყურადღება გამახვილდა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებზე. ასევე, პრიორიტეტი მიენიჭათ იმ პატიმრებს, რომლებსაც პირველად აქვთ მსჯავრი წაყენებული.
კომისიას დღევანდელ დღის წესრიგში 550 მსჯავრდებულის საქმის განხილვა ჰქონდა დაგეგმილი.