გავრცელებული ინფორმაციით, იური მეჩითოვმა და ხათუნა ხუნდაძემ თანამდებობები დატოვეს

გავრცელებული ინფორმაციით, იური მეჩითოვმა და ხათუნა ხუნდაძემ თანამდებობები დატოვეს

გავრცელებული ინფორმაციით, კულტურის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ მოადგილეები - იური მეჩითოვი და ხათუნა ხუნდაძე თანამდებობიდან გაათავისუფლა.

"ინტერპრესნიუსი" ინფორმაციის გადასამოწმებლად მეჩითოვთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა, სატელეფონო ზარს მისმა თანაშემწემ უპასუხა, რომელმაც მოადგილეების გათავისუფლება არც უარყო და არც დაადასტურა.

მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით კულტურის სამინისტროს პრესსამსახური ცოტა ხანში განცხადებას გაავრცელებს. თავად უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.

არსებული ინფორმაციით, მეჩითოვის გათავისუფლების მიზეზი სოციალური ქსელით გავრცელებული ვიდეოჩანაწერი გახდა, რომელშიც ის უკრაინელ ჟურნალისტებს ესაუბრება; ხათუნა ხუნდაძის შემთხვევაში კი, სტატუსები, რომელსაც ასევე სოციალურ ქსელში წინასაარჩევნო პერიოდში აქვეყნებდა და რომელიც საკმაოდ უწმაწურ გამონათქვამებს შეიცავდა.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"