ამნისტიის კანონი არ შეეხება პირებს, რომლებმაც ქურდობა რამდენჯერმე ჩაიდინეს, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდული დახმარების საკითხთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისი თქმით, ამნისტიის კანონპროექტთან მიმართებაში მათ შეიმუშავეს რეკომენდაციები, დაურთეს სტატისტიკა, ასევე მოხდა განხილვა სამუშაო ჯგუფებში და, სუბარის თქმით, დიდი ნაწილი ამ რეკომენდაციით გათვალისწინებულია.
როგორც სუბარი აცხადებს, დღევანდელი მონაცემებით, ამნისტია 3 500 ადამიანს შეეხება. საუბარია ნაკლებად მძიმე დანაშაულზე, თუმცა აქაც ხდება იმის გათვალისწინება უქმნის თუ არა საზოგადოებას ესა თუ ის პატიმარი საფრთხეს. სუბარის განმარტებით, ქურდობის პირველ შემთხვევას ამნისტია შეეხება, რაც შეეხება მეორე და მესამე შემთხვევას, ამ ნაწილს ამნისტია არ შეეხება.