კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველო 51-ე ადგილზეა

კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველო 51-ე ადგილზეა

კორუფციის აღქმის 2012 წლის ინდექსში საქართველო 52 ქულით 51-ე ადგილზეა. კვლევა "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" ჩაატარა და მასში 176 ქვეყანა მოხვდა. რეიტინგი მოქალაქეების გამოკითხვისა და რამდენიმე სხვა კვლევის საფუძველზე შედგა.

ქვეყნების 2/3-ს 50 ქულაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს, რაც ნიშნავს, რომ ამ ქვეყნებში კორუფციის მხრივ სერიოზული პრობლემები არსებობს. ქვეყნებში კი, რომლებმაც 50-დან 100 ქულამდე დააგროვეს, კორუფციის კუთხით კარგი მდგომარეობაა.

რეიტინგში 52 ქულით 51-ე ადგილზე მოხვდნენ საქართველო და სეიშელის კუნძულები. 53-ე და 54-ე ადგილებს შესაბამისად - 51 და 49 ქულებით ბაჰრეინი, თურქეთი და ჩეხეთის რესპუბლიკა ინაწილებენ.

რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, რეიტინგში 28 ქულით 133-ე ადგილზეა რუსეთი, 105-ე ადგილზე – სომხეთი 34 ქულით, 139 ადგილზე – აზერბაიჯანი 27 ქულით.

კორუფციის მხრივ საუკეთესო მაჩვენებლები აქვთ: დანიას, ფინეთს, ახალ ზელანდიას,  შვედეთს, სინგაპურს, შვეიცარიას, ავსტრალიას, ნორვეგიას, კანადასა და ნიდერლანდებს. მათ შესაბამისად 90, 88, 87,86, 85 და 84 ქულები მიიღეს.

რეიტინგში ბოლო ადგილები დაიკავეს მიანმამ, ჩრდილოეთ კორეამ, სომალიმ და ავღანეთმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა