ვალერი ჩხეიძე საქართველოში დაბრუნდა

ვალერი ჩხეიძე საქართველოში დაბრუნდა

საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ვალერი ჩხეიძე საქართველოში დაბრუნდა.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ვალერი ჩხეიძეს ოჯახის წევრებთან ერთად, საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლებიც დახვდნენ.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ვალერი ჩხეიძემ განაცხადა, "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ის მოვლენებს სამი თვის განმავლობაში აკვირდებოდა და პოზიტიური რომ ვერაფერი შეამჩნია, ქვეყნის დატოვება გადაწყვიტა.

"შევეკითხე პროკურატურასაც და შინაგან საქმეთა სამინისტროსაც - ჩემს მიმართ რაიმე პრეტენზია ხომ არ ჰქონდათ და ამის შემდეგ გავემგზავრე საქართველოდან", - განაცხადა ვალერი ჩხეიძემ.

მისივე ინფორმაციით, საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ყოველთვის ადევნებდა თვალს. ჩხეიძის განცხადებით, ქვეყანაში დემოკრატიული და სასიკეთო ძვრები არ ხდებოდა.

"ვადევნებდი თვალს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს თვალს. სამწუხაროდ, პოზიტიური და დემოკრატიული არც არაფერი ხდებოდა. მე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს და იმ ახალგაზრდებს, რომლებმაც მოახდინეს ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილება", - განაცხადა ვალერი ჩხეიძემ.

მისივე ინფორმაციით, არანაირი შეთავაზება არ მიუღია ახალი ხელისუფლებისგან, თუმცა მზად არის, თავისი სამხედრო გამოცდილება მოახმაროს ქვეყნის ინტერესებს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა