მამუკა ღლონტმა ქალიშვილი გაათხოვა

მამუკა ღლონტმა ქალიშვილი გაათხოვა

წინა კვირას მამუკა ღლონტის "ფეისბუქის" კედელზე მისი ქალიშვილის ქორწილის ფოტო აღმოვაჩინე. "მაესტროს" ერთ-ერთი დამფუძნებელი სადედოფლო კაბაში გამოწყობილ უფროს ქალიშვილთან, თამართან ერთად იყო გადაღებული. მართალი გითხრათ, ასეთი მსგავსება მამა-შვილს შორის იშვიათად მინახავს. მამუკას სამი ქალიშვილი ჰყავს. წინა შაბათს სწორედ უფროსის, თამარის ქორწილი შედგა. ჩვენ მამუკას მისალოცად დავუკავშირდით.

- მამუკა, გილოცავთ ქალიშვილის გაბედნიერებას, თუ შეიძლება, გაგვაცანით თქვენი სიძე.

- დავით ავალიანი, პროფესიით ექიმი გახლავთ.

- თუ იცნობდით მანამდე სასიძოს, როგორი ურთიერთობა გქონდათ?

- დაახლოებით 6 წლის წინ მოტაცების მცდელობა ჰქონდა ჩემს ახლა უკვე სიძეს და არ გამოუვიდა.

- რატომ, თქვენ იყავით წინააღმდეგი თუ თქვენი ქალიშვილი?

- არა, არც მე და არც ჩემი ქალიშვილი. უბრალოდ, ავუხსენი, რომ პატარები იყვნენ, მათი ოჯახი არ იქნებოდა მყარი და დამიჯერეს.

- რას საქმიანობს თქვენი ქალიშვილი?

- პროფესიით საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია. დამთავრებული აქვს მაგისტრატურა. ახლა რადიო "მაესტროში" საერთაშორისო ამბების მენეჯერად მუშაობს. პარალელურად ინგლისურ ენაზე მიჰყავს ორი საინფორმაციო გამოშვება.

- კიდევ ერთხელ გილოცავთ შვილის გაბედნიერებას და წარმატებებს გისურვებთ.

- გმადლობთ.

DJ ბუკლე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"