შსს-მ კუდ-ის ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები დააკავა

შსს-მ კუდ-ის ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კუდ-ის ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები დააკავა. ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული.

"2012 წლის 4 დეკემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავა შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ა/რ მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შუქურის ძე შამათავა, ამავე მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს უფროსი ტარიელ მიხეილის ძე ბარამია, მეორე სამმართველოს უფროსი სერგო ტარასის ძე უბილავა და ოპერატიული თანამშრომელი როინ კარლოს ძე აბშილავა. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ–ის 143–ე მუხლის მე–3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, თავისუფლების უკანონო აღკვეთა)და სსკ–ის 108–ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

გარდა ამისა, აღნიშნული დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, საქართველოს სსკ–ის 376–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით ბრალდებულად დაკავებულები არიან შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამეგრელო–ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს უფროსი ბახვა ჯემალის ძე ჩიქობავა და შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ა/რ მთავარი სამმართველოს ოპერატიული თანამშრომელი დავით ბორისის ძე ქორქია.

ამასთან გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით, დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვის ფაქტზეც, რომელშიც, გამოძიების მასალების მიხედვით მხილებულები არიან შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ა/რ მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავა და მისივე თანამშრომელი დავით ქორქია", - აღნიშნულია განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ