ქართველებისა და აფხაზების ალპური ომი

ქართველებისა და აფხაზების ალპური ომი

არგენტინაში, აკონკაგუა (6962 მ) უკვე მესამე მწვერვალია ქართველებისა და აფხაზების ალპურ ომში. 20 დეკემბერს 4 აფხაზი მთამსვლელი ცნობილ შვედ მოგზაურთან, იოჰან ერნსტ ნილსონთან ერთად ამ მწვერვალის დასაპყრობად ექსპედიციას მოაწობს. ექსპედიციის მიზანი მთის მწვერვალზე აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის დროშის აღმართვაა. აფხაზმა ალპინისტებმა უკვე აღმართეს აფხაზეთის დროშები იალბუზსა და კილიმანჯაროზე.

პროექტს მხარი აფხაზეთის დე-ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრმაც დაუჭირა.

იანვარში აკონკაგუა ცნობილმა ქართველმა მთამსვლელმა, გიორგი თორთლაძემ დაიპყრო. ამ მწვერვალზე მან არა მხოლოდ საქართველოს დროშა აღმართა, არამედ დააყენა აბრები წარწერით - "საქართველო ოკუპაციის გარეშე". აპრილში ის ევერესტზე ავიდა და მწვერვალზე აბრა წარწერით - "რუსეთო, დატოვე საქართველო!" დატოვა.

"ამინდის გამო არც დროშა და არც ბანერები მწვერვალებზე დიდხანს არ ჩერდებიან. მთავარია მათი ფირზე აღბეჭდვა. შემდეგ მას სხვადასხვა ტელეარხებზე აჩვენებენ, რასაც დიდი რეზონანსი მოჰყვება", - განაცხადა გიორგი თორთლაძემ.

თორთლაძემ აფხაზების ექსპედიციაში მონაწილეობის გამო შვედი ალპინისტიც გააკრიტიკა.

"ვფიქრობ, რომ მას ამ ექსპედიციისთვის დიდძალ თანხას გადაუხდიან. და თუ ის მართლაც მიიღებს სეპარატიზმის პროპაგანდაში მონაწილეობას, ამის შესახებ მოგზაურთა მთელს სამყაროს შევატყობინებ. ნილსონი ინანებს", - ამბობს თორთლაძე.

თავად 52 წლის თორთლაძე საქართველოს დროშითა და ანტირუსული ბანერით, იანვარში ჰიმალაიზე, რიგით მეხუთე მწვერვალის, მაკალუს (8485 მ) დასაპყრობად მიემგზავრება. ეს 10 ალპინისტით დაკომპლექტებული საერთაშორისო ჯგუფი იქნება, რომელსაც საქართველოს წარმომადგენლები გაუძღვებიან.

ეს სულაც არაა საქართველოს პირველი გამოწვევა აფხაზეთის სპორტული საზოგადოებისგან. 2012 წლის დასაწყისში ფიფამ კოსოვოს საფეხბურთო ნაკრებს ოფიციალური ამხანაგური მატჩების ჩატარების უფლება მისცა.

მალევე, ამ ახალი ამბით წახალისებულმა აფხაზებმა მეგობრული თამაში ჩაატარეს კრასნოდარის "ყუბანთან". აფხაზებმა 2:1 გაიმარჯვეს და შეხვედრის პირველ საერთაშორისო მატჩად აღიარება მოისურვეს, რაზეც ფიფამ კატეგორიული უარი განაცხადა.

მომზადებულია russia.ru-ს მიხედვით.

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?