გივი თარგამაძე - არ მჯერა, რომ ბიძინა რუსების პროექტია

გივი თარგამაძე - არ მჯერა, რომ ბიძინა რუსების პროექტია

"არ მჯერა შეთქმულების თეორიების და იმისა, რომ ბიძინა რუსების პროექტია. რუსები ბევრად სუსტები და დებილები არიან და მათ ასეთი რაღაცის დაგეგმვა არ შეუძლიათ", - ამბობს უმცირესობის წევრი, გივი თარგამაძე გაზეთ "ვერსიისთვის" მიცემულ ინტერვიუში და საქართველოს ახალი მთავრობის საგარეო პოლიტიკურ კურსს მიმოიხილავს. 

"ახლა პუტინის პირველი საპრეზიდენტო ვადა რომ ყოფილიყო, თვენახევარში მოგვიღებდა ბოლოს, ისეთი დასუსტებულია საქართველო. მოკლედ, ზედ გადაგვივლიდნენ, მაგრამ ბედმა გაგვიღიმა, მგონი, პუტინს ზურგი აწუხებს და ეს ფაქტი სასიხარულოა. ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს ნაბიჯი (საქართველოს მიერ პალესტინის სტატუსის გაზრდის მხარდაჭერა) იყო უვიცობა, უმეცრება, ასეთი არაკომპეტენტურობა ყველა დონეზე საოცარია", - აცხადებს თარგამაძე.

მისი თქმით, ამგვარი მდგომარეობა საქართველოში ზვიად გამსახურდიას დროსაც კი არ ყოფილა.

"ესენი ყოველგვარ ზღვარს არიან გადასულნი. ჩვენი ხალხი ხომ გამოყარეს, დასხდნენ თვითონ და "გაგნებაში" არ არიან, როგორ უნდა ქვეყნის მართვა... როგორ შეიძლება, ერთ თვეში გადაიკიდო მსოფლიოს ნახევარი? რანაირად უნდა მოახერხო, გადაიკიდო ყველაზე ახლო მეგობრები აშშ, ევროპა და ზედ მიამატო თურქეთი, ისრაელი, ჩინეთი?", - აცხადებს პარლამენტარი.

რამდენიმე დღის წინ პალესტინას გაერო-ში სტატუსი მუდმივი დამკვირვებლიდან დამკვირვებელ სახელმწიფომდე გაეზარდა, რომელიც გაერო-ს წევრი არ არის. პალესტინის სტატუსის გაზრდას მხარი დაუჭირა 138-მა ქვეყანამ, მათ შორის - საქართველომ. თავი შეიკავა 41-მა სახელმწიფომ, ხოლო ცხრამ ხმა წინააღმდეგ მისცა. სტატუსის მინიჭებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ ისრაელი და აშშ.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა