გივი თარგამაძე - მერაბ მაისურაძე პოლიტპატიმართა სიაში "გრეჩიხას" წყალობით მოხვდა"

გივი თარგამაძე - მერაბ მაისურაძე პოლიტპატიმართა სიაში "გრეჩიხას" წყალობით მოხვდა"

უმცირესობის წევრი გივი თარგამაძე აცხადებს, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა "დაიცავი საქართველოს" წევრი მერაბ მაისურაძე პოლიტპატიმართა სიაში მოძრაობის ლიდერის, ლევან გაჩეჩილაძის წყალობით მოხვდა. ამის შესახებ თარგამაძე გაზეთ "ვერსიასთან" ინტერვიუში საუბრობს.

"ეს სია ბოლომდე არც მინახავს, მაგრამ "გრეჩიხას" პარტიის სიაში ერთი კაცია, ვისზე ლაპარაკითაც ტვინი შეჭამეს. ეს კაცი "ჩაწოლილი" ნარკომანია, "პეტუხას" ეძახიან - მერაბ მაისურაძე ჰქვია. არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ ეს "გრეჩიხათია" მაგ სიაში მოხვედრილი", - აცხადებს თარგამაძე.

მერაბ მაისურაძე და კოტე ლომიძე თაღლითობის ბრალდებით 2009 წელს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს 29 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ 1966 წელს დაბადებულმა მერაბ მაისურაძემ და 1964 წელს დაბადებულმა კონსტანტინე ლომიძემ მოქალაქეებს მამუკა შუბითიძეს, თედო ჯოხაძეს და მამუკა ჭყონიას თაღლითური გზით გამოსძალეს 107 000 დოლარი, რის სანაცვლოდაც დაჰპირდნენ ჯიქიას ქუჩაზე მდებარე 250 კვ. მ. მიწის ნაკვეთის მათ საკუთრებაში გადაცემას. ასევე დაუმზადეს ყალბი, ვითომდა მერიის გაცემული მიწის საკუთრების დამამტკიცებელი მოწმობები".

"დაიცავი საქართველოში" გაწევრიანებამდე მერაბ მაისურაძე და კოტე ლომიძე "ნაციონალური მოძრაობის" ნაძალადევის რაიონული ორგანიზაციის წევრები იყვნენ. მათ "ნაციონალური მოძრაობა" მას შემდეგ დატოვეს, რაც ოპოზიციამ ქვეყნის პირველი პირის გადადგომისა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშნვის მოთხოვნით, 2009 წლის 9 აპრილის შემდეგ მრავალთვიანი აქციების გამართვა დაიწყო. ისინი მოძრაობა "დაიცავი საქართველოს“ რიგებს შეუერთდნენ. მათი დაკავების ფაქტი ოპოზიციის ლიდერებმა ოპოზიციურ აქტიურობას დაუკავშირეს.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა