გივი თარგამაძე - ოთანაძემ მითხრა, მე, როგორც რუსების კაცი, ვეცდები ურთიერთობები დაგილაგოთო

გივი თარგამაძე - ოთანაძემ მითხრა, მე, როგორც რუსების კაცი, ვეცდები ურთიერთობები დაგილაგოთო

უმცირესობის წევრი გივი თარგამაძე მუხროვანის ამბოხისთვის მსჯავრდებულ კობა ოთანაძეს რუსეთის აგენტობაში ამხელს და აცხადებს, რომ ამის შესახებ ოთანაძემ მას თავად განუცხადა.

"ვარდების რევოლუციის" მერე ოთანაძემ პირდაპირ მითხრა, დამიბრუნეთ სპეცნაზი "ალფა", რომელიც იყო იგორ გიორგაძის და მე, როგორც რუსების კაცი, ვეცდები ურთიერთობები დაგილაგოთო. ეს პირდაპირ ვალერი ხაბურზანიას გზის გაგრძელება იყო, რომელმაც იგივე თქვა - მე რუსების კაცი ვარ და დამტოვეთო. მერე პუტინმაც უთხრა პრეზიდენტს, მართლა ჩვენი კაცია და დატოვეთო. ახლაც გრძელდება ეს ისტორია - ხაბურზანიას მოადგილე იყო ლაშა ნაცვლიშვილი, რომელიც ახლა მთავარი პროკურორის პირველი მოადგილეა და ახლა გამოუშვებს ოთანაძეს!", - აცხადებს გაზეთ "ვერსიასთან" ინტერვიუში თარგამაძე.

პარლამენტარი მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს სისულელს უწოდებს.

"მუხროვანის" ამბოხი ჩემთვის ამაზრზენი მოვლენაა. როგორ შეიძლება, საერთოდ ამ თემის აჟიტირება, რა, მაინცდამაინც უნდათ, "გაიჩალიჩონ"? შევარდნაძის დროს ხომ მოაწყო ბუნტი კობა ოთანაძემ, ჩვენს დროსაც მოაწყო, ახლა ამათ დროსაც უნდა მოაწყოს? მაშინ მოდი, შემოვიღოთ ვლადიმერ პუტინის სახელობის ორდენი და გადავცდეთ ამ კაცს. ხომ ამბობს, გმირი უნდა ვიყოო! ეგ კაცი რეციდივისტია ამბოხებების ამბავში - ეგ და გია კრიალაშვილი, რომელიც გარდაიცვალა. მთელი ის დეგენერატობები, რასაც ლაპარაკობდნენ, დიდი სისულელეა - გვამს ფეხებს ურტყამდა, ოთანაძეს ფეხები დაუხვრიტაო. საიდან მოიტანეს საერთოდ?!", - აცხადებს გივი თარგამაძე.

მუხროვანის სატანკო ნაწილში ამბოხება 2009 წლის 5 მაისს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს კობა ოთანაძეზე, გია კრიალაშვილსა და ლევან ამირიძეზე ძებნა ჰქონდა გამოცხადებული. კობა ოთანაძის შესახებ ინფორმაციაზე შს სამინისტრომ 200 ათასი ლარის ჯილდო დააწესა, კრიალაშვილსა და ამირიძეზე კი - 50 ათასი ლარი. 20 მაისს თიანეთის გზატკეცილზე, ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, გია კრიალაშვილი დაიღუპა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა