ვანო მერაბიშვილი - "ხელისუფლების მიზანია, "ნაციონალურ მოძრაობას" არ ჰქონდეს ხელისუფლების კრიტიკის გაგრძელების საშუალება"

ვანო მერაბიშვილი - "ხელისუფლების მიზანია, "ნაციონალურ მოძრაობას" არ ჰქონდეს ხელისუფლების კრიტიკის გაგრძელების საშუალება"

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი ამაყობს, რომ კომფორტულ შენობაში მოუწია დაკითხვა, - ამის შესახებ თითქმის 5-საათიანი დაკითხვიდან გამოსულმა ვანო მერაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ამაყობს, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" შექმნა ისეთი სახელმწიფო აპარატი, სადაც პატრული არის კარგად ჩაცმული და შენობები არის გამთბარი და კომფორტული. მერაბიშვილის განცხადებით, ახალ ხელისუფლებას აქვს სურვილი, რომ მედიის საშუალებით შუქდებოდეს მხოლოდ ინფორმაცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრების დაკავების, დაკითხვისა და ზეწოლის შესახებ.

"ხელისუფლების მიზანია, "ნაციონალურ მოძრაობას", როგორც პარტიას, არ ჰქონდეს საშუალება ამ ხელისუფლების კრიტიკა გააგრძელოს. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რათა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს საშუალება, ისარგებლოს ყველა იმ სიკეთით, რომელსაც იგი მიიღებს. ჩვენ გავაგრძელებთ ყოველდღე მუშაობას. განახლებული "ნაციონალური მოძრაობა" უზრუნველყოფს, რომ საქართველოს მოსახლეობამ მიიღოს ინფორმაცია იმ ვალდებულებებზე, სოციალურ საკითხებზე, რომლებიც სახელმწიფოს გააჩნია. მე და ჩემი თითოეული მეგობარი, ვინც ციხეში არ იქნება დაჭერილი, ვინც არ იქნება დაკითხვაზე, მთელ დროს მოვანდომებთ, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" გააგრძელოს საკუთარი ფუნქციების შესრულება და მთავარ აქცენტს გავაკეთებთ ახალი წინადადებების შეთავაზებაზე, რათა ჩვენი ცხოვრება გახდეს გაცილებით უკეთესი", - განაცხადა მერაბიშვილმა.

ვანო მერაბიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო ნაწილში დაკითხვაზე ადვოკატთან ერთად იმყოფებოდა.

როგორც მამუკა ჭაბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ვანო მერაბიშვილი ე.წ. პასპორტის თემასთან დაკავშირებით დაიკითხა და გამოძიებას ამომწურავი პასუხები გასცა. მისივე თქმით, სხვა თემაზე დაკითხვა არ მომხდარა. ადვოკატს არ აქვს ინფორმაცია, კიდევ დაიბარებენ თუ არა აღნიშნულ საკითხზე დაკითხვაზე მოწმის სახით ყოფილ პრემიერს.

იხილეთ ვიდეო: "ვამაყობ, რომ კომფორტულ შენობაში მომიწია დაკითხვაზე ყოფნა" - ვანო მერაბიშვილი

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა