პარლამენტის თავმჯდომარემ ბოდიში მოიხადა

პარლამენტის თავმჯდომარემ ბოდიში მოიხადა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნუკრი ქანთარიას განცხადების გამო პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ბოდიში მოიხადა. "მე პირადად ბოდიშს გიხდით ყველას იმისთვის, რომ ამ პარლამენტში ეს ინციდენტი მოხდა" , - აღნიშნა პლენარულ სხდომაზე უსუფაშვილმა. ამასთან, სიტყვით გამოსვლისას უსუფაშვილმა ყველას მოუწოდა, რომ საკუთარი სათქმელის გამოხატვა ისე მოახერხონ, არ გაჩნდეს განცდა იმისა, რომ ისინი ადამიანის ელემენტარულ ადამიანურ ღირსებას არ უფრთხილდებიან.

მისი თქმით, ინციდენტთან დაკავშირებით შესვენების დროს მას ჰქონდა საუბარი როგორც უმრავლესობის, ისე უმცირესობის წარმომადგენლებთან. "მათ გადმომცეს თავიანთი შეშფოთება და პოზიცია იმის შესახებ, რომ მსგავსი ქმედებები და გამოთქმები საპარლამენტო პრაქტიკას არ შეესაბამება", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელიც მიიჩნევს, რომ მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იყოს აცილებული.

"მე უმცირესობასთანაც მქონდა საუბარი და გვაქვს ურთიერთგაგება, რომ ეს ინციდენტი ამოწურულად ჩავთვალოთ. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხვალ და ზეგ მსგავსი ინციდენტები, გამოსვლები, ფორმულირებები კვლავ უნდა დავუშვათ. ამიტომ ყველას მოგმართავთ, გავითვალისწინეთ, რომ პარლამენტში ვართ ინდივიდები, მაგრამ წარმოვადგენთ პოლიტიკურ გუნდებს და პასუხისმგებელი ვართ ერთმანეთის წინაშეც", - დასძინა მან.

დღევანდელ პლენარულ სხდომაზე "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტის განხილვისას ქანთარია ამნისტიის ჰუმანურ მხარეებზე საუბრობდა და "ნაციონალურ მოძრაობას" მოუწოდა, "პოლიტიკურ სუტინიორობას" შეეშვას.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა