ბიძინა ივანიშვილი - ძალიან ბევრი განცხადება კეთდება შეუთანხმებლად

ბიძინა ივანიშვილი - ძალიან ბევრი განცხადება კეთდება შეუთანხმებლად

ძალიან ბევრი განცხადება კეთდება შეუთანხმებლად და ხშირად დეპუტატებს განსხვავებული პოზიციები აქვთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა პარლამენტში უმრავლესობასთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, აუცილებელია კოორდინაცია მთავრობასა და პარლამენტს შორის, რაც არ არის.

"კოორდინაცია არ არის და ძალიან ბევრი განცხადება შეუთანხმებლად კეთდება. მგონი ჩემს განცხადებებსა და გამოსვლებს ბევრი აღარ კითხულობს. განსხვავებულ პოზიციებს იჭერენ ხშირად დეპუტატები. პრინციპში ნორმალური პროცესია. აბსოლუტური უმრავლესობა ხელისუფლებაში პირველად არის, პარლამენტარებიდან ძალიან ბევრი ახალია, რაღაც დრო გავიდა და ახლა უფრო დისციპლინებულები უნდა ვიყოთ და კოორდინაცია უნდა არსებობდეს", - აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერისა და საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობის პლენარულ დარბაზში ამ წუთებში მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა