ბიძინა ივანიშვილი - მივაქციე ყურადღება, როგორ გმირულად გამოდიოდა მერაბიშვილი დაკითხვიდან

ბიძინა ივანიშვილი - მივაქციე ყურადღება, როგორ გმირულად გამოდიოდა მერაბიშვილი დაკითხვიდან

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის გუშინდელი დაკითხვის ფაქტს გამოეხმაურა.

"მე გუშინდელ კადრებს მივაქციე ყურადღება, როგორ გმირულად გამოდიოდა ბატონი მერაბიშვილი დაკითხვიდან და ვნახე, სად იყვნენ გუშინ და სად არიან დღეს. კარგი, ნორმალური პროცესია. დავინახე, რომ მხარდამჭერებიც მოაგროვა. დიდი მობილიზაცია ჰქონდათ, ამაზე რამდენიმე დღე დახარჯეს, საინტერესო სურათი იკვეთება. გაიხსენეთ, რა იყო არჩევნებამდე, დღევანდელი სიტუაციაც ნახეთ და მგონი, რომ დიდი პროგრესია", - განუცხადა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრის შემდეგ.

რაც შეეხება "ნაციონალების" ბრალდებებს იმის შესახებ, რომ ოპოზიციის მიმართ პოლიტიკური დევნა ხორციელდება, პრემიერმა აღნიშნა, ისინი ყველა დაპატიმრებას პოლიტიკურ ნიშანს აძლევენ და ამით გააფერმკრთალეს და გააუფასურეს ეს სიტყვები.

"არ შეიძლება, რომ ნებისმიერი დაპატიმრება და გამოძახება, არც იციან არსი, იმ წუთში პოლიტიკურ სარჩულს უკერებენ. ამით საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს. მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მათ, რეალისტურები გახდნენ. საზოგადოებამ ამ სიცრუეს უარი უთხრა. ჩემი სურვილი არ არის, რაც შეიძლება მეტი ქართველი მიეცეს პასუხისგებაში, ჩემი დიდი სურვილია, რომ საზოგადოება რაც შეიძლება სწარაფად დაწყნარდეს და ფსიქოლოგიური ბალანსი აღდგეს", - აღნიშნა ივანიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა