"გამა" პარლამენტს რეკომენდაციებით მიმართავს

"გამა" პარლამენტს რეკომენდაციებით მიმართავს

სამეცნიერო-კვლევითი ფირმა "გამა" ქუთაისში მდებარე საკანონმდებლო ორგანოში არსებული ვითარების გამო პარლამენტს რეკომენდაციებით მიმართავს.

სპეციალისტებს პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზების დაზუსტების მიზნით, მიზანშეწონილად მიაჩნიათ რამდენიმე ღონისძიება გატარდეს.

კერძოდ, როგორც დასკვნაშია ნათქვამი, პარლამენტის შენობის ვენტილაციის და კონდენცირების სისტემების დეტალური ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს. ამასთან, ჩატარებული გაანგარიშების შედეგების მიხედვით შესაძლებელი გახდება პარლამენტის შენობის სავენტილაციო და კონდენცირების სისტემების მუშაობის რეჟიმის კორექტირება, ხოლო პარლამენტის აპარატის შენობაში გამწოვი ვენტილაციის სისტემის დამონტაჟება.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ აპარატის შენობის სამუშაო სათავსოებში ინსოლაციის ინტენსივობის რეგულირების მიზნით, საჭიროა ფარდების ან ჟალუზების მოწყობა, რითაც შესაძლებელი იქნება ტემპერატურის ცვლილების დიაპაზონის შემცირება. აპარატის შენობის სამუშაო სათავსოებში (განსაკუთრებით შენობის პირველ სართულზე) ხმაურის გავრცელების დონეების შემცირების მიზნით კი, ჰაერის კონდენცირების დანადგარების სამონტაჟო სამუშაოების ხარისხი უნდა შემოწმდეს და საჭიროების შემთხვევაში მაკორექტირებელი ღონისძიებები გატარდეს.

"გარდა ამისა, სამუშაო ზონის ჰაერში აქროლადი ორგანული ნივთიერებების გავრცელების წყაროს დადგენის მიზნით, საჭიროა დადგინდეს გამოყენებული სამშენებლო მასალების, საღებავების, წებო მასალების, პლასტიკური მასალების ნუსხა და ამ მასალების თანმხლები ტექნიკური დოკუმენტაციის ექსპერტიზის საფუძველზე მათი ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა. სამუშაო ზონის ჰაერში აქროლადი ორგანული ნივთიერებების კონცენტრაციის შემცირების მიზნით აუცილებლობას წარმოადგენს ყველა სათავსის პერიოდული განიავება, რისთვისაც საჭირო იქნება შესაბამისი საშუალებების გამოძებნა. არსებული მდგომარეობით კი, აღნიშნული ღონისძიებების გატარება შეუძლებელია, რაც გარკვეულად ართულებს მდგომარეობას", - აღნიშნულია დასკვნაში.

დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ აქროლადი ორგანული ნივთიერებების იდენტიფიკაცია ვერ მოხერხდა იმის გამო, რომ ვერ იქნა მოძიებული ინფორმაცია გამოყენებული საშენი მასალების საღებავების, იატაკის საფარის, წებო მასალების, პლასტიკური მასალების, საოფისე ავეჯის მასალების შესახებ. შესაბამისად ვერ მოხერხდა ამ მასალების ტექნიკური დოკუმენტაციის შესწავლა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა