ირაკლი ალასანია - "ქართულ ოცნებაში" ჯანსაღი კონკურენციაა

ირაკლი ალასანია - "ქართულ ოცნებაში" ჯანსაღი კონკურენციაა

კოალიცია "ქართულ ოცნებაში" ჯანსაღი კონკურენციაა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განუცხადა.

მისივე თქმით, ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი იდეათა ჭიდილში იქნება წინ წაწეული.

"კონკურენცია, კონკურენტული გარემო ის დეფიციტია, რაც ქვეყანას ჰქონდა ბოლო წლების განმავლობაში. არ იყო კონკურენცია პოლიტიკაში, ერთპიროვნული მართვა იყო. დღეს უკვე გაჩნდა შესაძლებლობა, რომ პოლიტიკაც კონკურენტული იყოს, ბიზნესიც, მედიაც. კონკურენცია არის განვითარების საფუძველთა საფუძველი. კოალიციაში გვექნება ჯანსაღი კონკურენცია და ყველა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხი იდეათა ჭიდილში იქნება წინ წაწეული", - აღნიშნა ალასანიამ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა