ისან-სამგორის სამმართველოს პოლიციის 1-ელი განყოფილების თანამშრომლებმა ჯგუფურ ძარცვაში ბრალდებული სამი პირი დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, 24 ოქტომბერს ჯანო მ.-მ, ირაკლი ჯ.-მ და ოლეგ ც.-მ ვარკეთილის მასივის ტერიტორიაზე ეთერ ინაურსა და ლუიზა ანდრიასოვას თავს დაესხნენ და ძალის გამოყენებით ხელჩანთები და ქურთუკი გასტაცეს. ხომლელის ქუჩაზე მომხდარი ძარცვის ფაქტი ერთ-ერთი მაღაზიის გარე სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა.
სამართალდამცველებმა 1993 წელს დაბადებული ოლეგ ც. 8 ნოემბერს, ხოლო მისი ორი თანამზრახველი 7 დეკემბერს დააკავეს. დაკავებულებმა ჩადენილი დანაშაული აღიარეს.
სისხლის სამართლის საქმე აღიძრა 178-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ძარცვა ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ).
იხილეთ ვიდეო: "ისანი-სამგორის პოლიციამ სათვალთვალო კამერით გადაღებული ძარცვის ფაქტი გახსნა"