რუსთავში "ტაო პრივატბანკის" ფილიალი დააყაჩაღეს

რუსთავში "ტაო პრივატბანკის" ფილიალი დააყაჩაღეს

რუსთავში, კოსტავას გამზირზე "ტაო პრივატბანკის" ფილიალი დააყაჩაღეს. ორი ნიღბიანი პირი ბანკში მაშინ შეიჭრა, როდესაც ბანკის რუსთავის ფილიალი უკვე იკეტებოდა. თვითმხილველთა განცხადებით, ორივე ნიღბიანი თავდამსხმელი ცეცხლსასროლი იარაღით იყო შეიარაღებული. როგორც ბანკის თანამშრომლები აცხადებენ, თავდამსხმელმა ერთ-ერთ თანამშრომელს იარაღი მიადო და გასროლით დაიმუქრა, თუ სალაროდან მთლიან თანხას არ მისცემდნენ.

"ტაო პრივატბანკის" მოლარის თქმით, მან მოასწრო განგაშის ღილაკზე ხელის დაჭერა და პოლიცია ადგილზე მალევე მივიდა, თუმცა, თავდამსხმელებმა გაქცევა მოასწრეს. თვითმხილველთა განცხადებით კი, კოსტავას გამზირზე სროლის ხმაც ისმოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ნიღბიანი თავდამსხმელი უკვე დაკავებულია. ჯერჯერობით უცნობია, რა ოდენობის თანხის წაღება შეძლეს თავდამსხმელებმა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ