იშხნის, ოშკისა და ხანძთის ტაძრების აღდგენის შესახებ ახალი მოლაპარაკებები იწყება

იშხნის, ოშკისა და ხანძთის ტაძრების აღდგენის შესახებ ახალი მოლაპარაკებები იწყება

კულტურის სამინისტრო უახლოეს დღეებში თურქულ მხარესთან იშხნის, ოშკისა და ხანძთის ტაძრების აღდგენის შესახებ ახალ მოლაპარაკებებს დაიწყებს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კულტურის მინისტრის მოადგილემ, მარინა მიზანდარმა განუცხადა.

მისივე თქმით, გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ წინა ხელისუფლების მიერ თურქულ მხარესთან ტაძრების აღდგენის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება არ არსებობს. არსებობს მხოლოდ საპროექტო წინადადებები.

"არც ერთი ხელშეკრულება არ გვაქვს ხელმოწერილი. ყველაფერი იყო მხოლოდ სახელშეკრულებო წინადადებების დონეზე. ეს პრობლემას ქმნის იმ თვალსაზრისით, რომ არანაირი იურიდიული ჩარჩო არ არსებობს. სამართლებრივი ფორმატი არ აქვს არც ერთ სიტყვიერ შეთანხმებას. ამიტომ ახლა ჩვენ თავიდან ვიწყებთ მოლაპარაკებებს", - დასძინა მიზანდარმა.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, მოლაპარაკებების თავიდან დაწყების მიზნით შეხვედრა გუშინ იყო ჩანიშნული, მაგრამ თურქეთის საელჩოს მიზეზით გადაიდო. უახლოეს დღეებში ეს პროცესი განახლდება.

მინისტრის მოადგილემ დასძინა, რომ ამჯერად თურქულ მხარესთან საუბარი იქნება სამი ტაძრის: ოშკის, იშხნისა და ხანძთის აღდგენის შესახებ.

მიზანდარის განცხადებით, ქართული სამეცნიერო წრეებიდან არაოფიციალურ დონეზე იცის, რომ თურქეთის მხარეს კეთილი ნების გამოხატვის სურვილი აქვს - კერძოდ, ოშკის სამუშაოებში ქართველი კონსულტანტი ჩართოს.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"