ლუკაშენკო მზადაა საქართველოს მთავრობას დაუჩოქოს

ლუკაშენკო მზადაა საქართველოს მთავრობას დაუჩოქოს

ბელორუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებს საქართველოს დსთ-ში დასაბრუნებლად და ამისთვის მზადაა საქართველოს მთავრობას დაუჩოქოს კიდეც.

რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ლუკაშენკომ ევროპული და აზიური მედიის მიერ ორგანიზებულ ფორუმზე განაცხადა, რომელსაც დსთ-ს წევრი ქვეყნების, საქართველოსა და ბალტიისპირეთის ქვეყნების მთავარი რედაქტორების კლუბის წევრები ესწრებიან.

"1-ელი იანვრიდან ბელორუსი იქნება დსთ-ს თავმჯდომარე ქვეყანა და ჩვენ ორგანიზაციაში საქართველოს ველით. მე ჩამოვალ თქვენთან, დავიჩოქებ თქვენს წინაშე, არა საჯაროდ, თუმცა, თუ სურვილი გექნებათ, საჯაროდაც და გთხოვთ დაბრუნდეთ დსთ-ში", - აღნიშნა ლუკაშენკომ.

ბელორუსის პირველი პირი მიიჩნევს, რომ საქართველოს დსთ-ში დაბრუნებას რუსეთიც მიესალმება. "საჭიროა დაბრუნება, სადაც ჩვენ ყველა საკითხს გადავწყვეტთ. რა თქმა უნდა, ეს იმ შემთხვევაში, თუ ამის სურვილი ქართველ პოლიტიკოსებს ექნებათ", - განაცხადა ლუკაშენკომ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა