კოჰაბიტაციის სანაცვლოდ, სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტას ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, გიგა ბოკერია ითხოვდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, ტომას მელიასთნ შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
"ბატონი გიორგი ბოკერია ითხოვდა, რომ შეწყვეტილიყო სისხლის სამართლის დევნები იმის სანაცვლოდ, რომ ოპოზიცია მოქცეულიყო წესიერად და კონსტრუქციულად", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისივე თქით, სხვა საქმეებს შორის იყოს ასევე გირგვლიანის საქმეც.