ძალიან ბევრი რჩევა მივიღეთ, მათ შორის რთულ საკითხებზე, რომელიც დღეს საქართველოშია და რასაც ჩვენ კოჰაბიტაციას ვეძახით , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში ვიზიტად მყოფი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე, თომას მელიასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრა ძალიან პოზიტიური იყო.
"ჩვენ გვქონდა დღეს მეორე შეხვედრა. პირველი შეხვედრა გვქონდა არჩევნებამდე ორი კვირით ადრე. დღევანდელი საუბარი იყო პირველი შეხვედრის გაგრძელება. ვფიქრობ, შეხვედრა იყო ძალიან პოზიტიური. ძალიან ბევრი რჩევა მივიღეთ, მათ შორის რთულ საკითხებზე, რომელიც დღეს საქართველოშია და რასაც ჩვენ კოჰაბიტაციას ვეძახით. დახმარებები და რჩევები მივიღეთ ამ მხრივ და, საერთოდ, რთული პროცესი რაც არსებობდა დასაწყისში, მე მგონი, რომ გადავიდა უფრო მარტივ ფორმაში. მეტი გაგებაა დღეს საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, ამერიკის ადმინისტრაციიდან და ევროპიდანაც. ჩვენ ვისაუბრეთ აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ამასთან, პრემიერმა აშშ-ს საქართველოსთვის გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.