საქართველოს პრეზიდენტს ერთი თვითმფრინავი ჩამოართვეს

საქართველოს პრეზიდენტს ერთი თვითმფრინავი ჩამოართვეს

საქართველოს პრეზიდენტს ერთი თვითმფრინავი ჩამოართვეს. როგორც "მაესტროს" გადაცემა "პოლიტმეტრში" საუბრისას თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა, ვაკო ავალიანმა განაცხადა, თავდაცვის სამინისტრომ მეორე ბორტი პრეზიდენტისთვის ერთი წლის წინ, ლიზინგის წესით შეიძინა.

მისივე თქმით, თავდაცვის სამინისტროს ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტი თვითმფრინავის გარეშე რჩება.

"ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს პირველი პირი დავტოვეთ თვითმფრინავის გარეშე. პრეზიდენტს ჰყავდა ორი ბორტი. პირველი ბორტიც თავდაცვის სამინისტრომ იყიდა და საკამოდ დიდი თანხა გადაიხადა. მეორე ბორტიც რომ დაგვეტოვებინა, ყოველთვიურად ქვეყანას უნდა გადაეხადა 850 000 ლარი", - განაცხადა ავალიანმა, რომლის ინფორმაციითაც, დაზოგილი თანხები ჯარის სოციალურ საჭიროებებს მოხმარდება

"მეორე ბორტის ლიზინგის წესით შეძენა რატომ გახდა საჭირო, ჩვენთვის გაუგებარია", - დასძინა ავალიანმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა