მანანა მანჯგალაძე - პრეზიდენტი გადაადგილებისთვის ერთ საჰაერო ხომალდს იყენებდა

მანანა მანჯგალაძე - პრეზიდენტი გადაადგილებისთვის ერთ საჰაერო ხომალდს იყენებდა

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაცია, რომ პრეზიდენტს ორი თვითმფრინავი ჰყავს, სიმართლეს არ შეესაბამება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის, მანანა მანჯგალაძის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

"პრეზიდენტი გადაადგილებისთვის ერთ საჰაერო ხომალდს იყენებდა, მეორე ბორტი კი მთავრობის განკარგულებაში იყო. არჩევნების შემდეგაც მდგომარეობა უცვლელი დარჩა. პრეზიდენტი სარგებლობს ერთი ხომალდით, მეორე ბორტი კი ისევ რჩება მთავრობის, კონკრეტულად კი, თავდაცვის სამინისტროს განკარგულებაში. თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს იმის თაობაზე, რომ ხომალდი შეძენილია ლიზინგის წესით და გადაწყვეტილება მიღებულია სალიზინგო კომპანიასთან ხელშეკრულების გაუქმების შესახებ, რაც ავტომატურად გამოიწვევს უკვე გადახდილი თანხის დაკარგვას, რითაც სახელმწიფოს სოლიდური ზარალი მიადგება. აქვე დავძენთ, რომ ლიზინგის წესით შეძენა, ზოგადად, მიღებული და აპრობირებული მეთოდია", - აცხადებს მანანა მანჯგალაძე.

გუშინ თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა ვაკო ავალიანმა განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტს ერთი თვითმფრინავი ჩამოართვეს.

"ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს პირველი პირი დავტოვეთ თვითმფრინავის გარეშე. პრეზიდენტს ჰყავდა ორი ბორტი. პირველი ბორტიც თავდაცვის სამინისტრომ იყიდა და საკამოდ დიდი თანხა გადაიხადა. მეორე ბორტიც რომ დაგვეტოვებინა, ყოველთვიურად ქვეყანას უნდა გადაეხადა 850 000 ლარი", - განაცხადა ავალიანმა, რომლის ინფორმაციითაც, დაზოგილი თანხები ჯარის სოციალურ საჭიროებებს მოხმარდება.

ასევე იხილეთ: მიმდინარეობს პრეზიდენტის თვითმფრინავის გასხვისების პროცედურა - ირაკლი ალასანია

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა