"რო­გორც შე­ვიტყ­ვე, უმ­რავ­ლე­სო­ბის ზო­გი­ერთ წევ­რთან არ­სე­ბობს გარ­კვე­უ­ლი პრე­ტენ­ზი­ე­ბი"

"რო­გორც შე­ვიტყ­ვე, უმ­რავ­ლე­სო­ბის ზო­გი­ერთ წევ­რთან არ­სე­ბობს გარ­კვე­უ­ლი პრე­ტენ­ზი­ე­ბი"

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გე­ნელ­თა გან­ცხა­დე­ბით, ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა თვით­მმარ­თვე­ლო­ბის ორ­გა­ნო­ებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბით ცდი­ლობს რე­გი­ო­ნებ­ში ძა­ლა­უფ­ლე­ბის ხელ­ში ჩაგ­დე­ბას. იმ რა­ი­ო­ნებ­ში, სა­დაც ად­გი­ლობ­რი­ვი საკ­რე­ბუ­ლო­ე­ბი და მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბი ჯერ კი­დევ ნა­ცი­ო­ნალ­თა ხელ­ში­ა, არ წყდე­ბა საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი, რაც რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლას და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და. უმ­ცი­რე­სო­ბის მტკი­ცე­ბით, რა­ი­ო­ნებ­ში თვით­მმარ­თვე­ლო­ბის ორ­გა­ნო­ე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლებს შან­ტა­ჟი­თა და მუ­ქა­რით აი­ძუ­ლე­ბენ თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბას. მა­გა­ლი­თად კი მოჰ­ყავთ ვა­ნის რა­ი­ო­ნის საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე და­ვით კა­კა­ბა­ძის შემ­თხვე­ვა, რო­მელ­საც პრო­კუ­რა­ტუ­რამ კონ­კრე­ტუ­ლი მუხ­ლით წა­უ­ყე­ნა ბრა­ლი, სა­სა­მარ­თლომ კი აღ­მკვეთ ღო­ნის­ძი­ე­ბად 13000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო და თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბა შე­უ­ფარ­და. გვე­სა­უბ­რე­ბა ვა­ნის რა­ი­ო­ნის საკ­რე­ბუ­ლოს ყო­ფი­ლი წევ­რი, ამ­ჟა­მად სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და­ვით ლორ­თქი­ფა­ნი­ძე:

- არ მეს­მის, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა პო­ლი­ტი­კურ დევ­ნა­ზე ლა­პა­რა­კი, რო­დე­საც 23 სექ­ტემ­ბერს ვა­ნის რა­ი­ონ­ში მოხ­და და­ნა­შა­უ­ლი. ბიზ­ნეს­მე­ნი მა­მუ­კა შა­რა­შე­ნი­ძე, რო­მე­ლიც ვა­ნე­ლი­ა, თუმ­ცა ახ­ლა იქ არ ცხოვ­რობს, ვან­ში სტუმ­რად იყო ჩა­მო­სუ­ლი. მან ახ­ლობ­ლებ­თან სა­უბ­რი­სას ცი­ხის იმ სა­ში­ნე­ლ ვი­დე­ო­კად­რებ­ზე აღ­შფო­თე­ბა გა­მოთ­ქვა. ამ სა­უ­ბარს შე­ეს­წრო ვა­ნის გამ­გე­ო­ბის ერ­თ-ერ­თი თა­ნამ­შრო­მე­ლი, რო­მელ­მაც ნა­ცი­ო­ნა­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის­თვის თა­ვის მო­სა­წო­ნებ­ლად ეს ამ­ბა­ვი შტა­ბის წევ­რებს მო­ახ­სე­ნა. იმა­ვე სა­ღა­მოს მა­მუ­კა შა­რა­შე­ნი­ძე შვი­ლებ­თან, დას­თან და მე­გო­ბარ­თან ერ­თად თბი­ლის­ში წა­ვი­და. გზა­ში და­უ­რე­კეს და უთხ­რეს, რომ იმ­ჟა­მად "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მა­ჟო­რი­ტა­რ კან­დი­დატ პა­ა­ტა ლე­ჟა­ვას სურ­და მას­თან შეხ­ვედ­რა და უკან დაბ­რუ­ნე­ბა მოს­თხო­ვეს. მოთხ­ოვ­ნა ისე­თი და­ჟი­ნე­ბუ­ლი იყო, მარ­თლა მობ­რუნ­და. შე­გახ­სე­ნებთ, ეს პა­ა­ტა ლე­ჟა­ვა წი­ნა მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რიც იყო. ნაც­მოძ­რა­ო­ბას ვან­ში დი­დი "ფე­შენ" ოფი­სი აქვს - გამ­ჭვირ­ვა­ლე, მი­ნის შე­ნო­ბა. მოკ­ლედ, შიგ­ნით რა ხდე­ბა, გა­რე­დან ყვე­ლა­ფე­რი ჩანს. ვან­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი შა­რა­შე­ნი­ძე ამ ოფის­ში მი­ვი­და. მას პი­რა­დად შეხ­ვდა პა­ა­ტა ლე­ჟა­ვა და თა­ვის კა­ბი­ნეტ­ში აიყ­ვა­ნა. ლე­ჟა­ვამ ჰკითხ­ა, რა­ტომ შეგ­ვა­გი­ნე­ო? შა­რა­შე­ნი­ძე პა­ა­ტას კარ­გად იც­ნობ­და და უპა­სუ­ხა, მე შე­ნი მი­სა­მარ­თით არას­დროს შე­მი­გი­ნე­ბი­ა­ო. ლე­ჟა­ვამ და­უ­კონ­კრე­ტა, მაშ, ცოცხ­ე­ბის გა­მო არ შეგ­ვა­გი­ნე­ო? რა­ზეც მა­მუ­კამ მი­უ­გო, კი მა­გა­ზე შე­ვი­გი­ნე და ახ­ლაც გა­ვი­მე­ო­რე­ბო. ამის თქმის შემ­დეგ ლე­ჟა­ვამ ყვი­რი­ლი ატე­ხა, რის შემ­დე­გაც კა­ბი­ნეტ­ში 10-15 კა­ცი შე­ვარ­და და შა­რა­შე­ნი­ძეს ცე­მა და­უწყ­ეს - გა­უ­ტე­ხეს ცხვი­რი, ჩა­უმ­ტვრი­ეს ორი ნეკ­ნი. ამ ცე­მა­ში აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე და­ვით კა­კა­ბა­ძე და ეს მოხ­და ამ­ჟა­მად დე­პუ­ტატ ლე­ჟა­ვას თან­დას­წრე­ბით. ბო­ლოს სწო­რედ მან­ვე მის­ცა მი­თი­თე­ბა მო­ძა­ლა­დე­ებს - გა­რეთ გა­ათ­რი­ეთ და და­აგ­დე­თო. ამი­ტო­მაც მო­ვითხ­ოვ, რომ ამ საქ­მე­ზე და­ი­კითხ­ოს დე­პუ­ტა­ტი პა­ა­ტა ლე­ჟა­ვა. სად არის აქ პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვი? მოხ­და და­ნა­შა­უ­ლი, ადა­მი­ანს უმოწყ­ა­ლოდ სცე­მეს.

- თუმ­ცა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ შა­რა­შე­ნი­ძე მთვრა­ლი მი­ვი­და მათ ოფის­ში, სა­დაც შეხ­ლა-­შე­მოხ­ლის შე­დე­გად კი­ბე­ზე და­გორ­და...

- ეს ისე­თი­ვე ტყუ­ი­ლი­ა, რო­გორც ის, რომ თით­ქოს კა­კა­ბა­ძე და­კა­ვე­ბუ­ლი იყო. ამის თა­ო­ბა­ზე ქუ­თა­ი­სის ყო­ფილ­მა მერ­მა და ამ­ჟა­მად დე­პუ­ტატ­მა გი­ორ­გი თევ­დო­რა­ძემ წი­ნას­წარ გა­ნაცხ­ა­და და პო­ლი­ტი­კურ დევ­ნა­ზე იწუ­წუ­ნა. კა­კა­ბა­ძე და­კა­ვე­ბუ­ლი არ ყო­ფი­ლა. თევ­დო­რა­ძემ იც­რუ­ა. პრო­კუ­რა­ტუ­რამ მი­იჩ­ნი­ა, რომ სრუ­ლი სა­ფუძ­ვე­ლი არ­სე­ბობ­და მი­სი და­კა­ვე­ბის, მაგ­რამ ეს არ გა­ა­კე­თეს და აღ­მკვეთ ღო­ნის­ძი­ე­ბად გი­რაო და თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გო­მა მო­ითხ­ო­ვეს, რაც სა­სა­მარ­თლომ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა. კა­კა­ბა­ძე თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან უკ­ვე გა­და­ა­ყე­ნეს.

- თქვით, შა­რა­შე­ნი­ძეს 10-15 კა­ცი სცემ­და­ო, სხვე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ თუ არის აღ­ძრუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე?

- გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს, შე­სა­ბა­მი­სად სხვებ­საც მო­უ­წევთ პა­სუ­ხის­გე­ბა.

- გა­სულ კვი­რას ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბას შეხ­ვდა, რის შემ­დე­გაც გა­ნაცხ­ა­და, კო­ა­ლი­ცი­ა­ში დის­ციპ­ლი­ნა მო­ი­კოჭ­ლებ­სო, რას გუ­ლის­ხმობ­და პრე­მი­ე­რი - ეს ხომ არ ნიშ­ნავს, რომ კო­ა­ლი­ცი­ის წევ­რებს ერ­თნა­ი­რად აზ­როვ­ნე­ბის­კენ მო­გი­წო­დათ და დაგ­მო, მა­გა­ლი­თად, ზვი­ად ძი­ძი­გუ­რის გა­მოს­ვლა, რო­დე­საც მან იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი და მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბის გა­მო გა­აკ­რი­ტი­კა...

- სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ­ვაცხ­ა­დებ, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ნამ­დვი­ლად არ გუ­ლის­ხმობ­და ჩე­მი კო­ლე­გა დე­პუ­ტა­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბებს. ვფიქ­რობ, ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა გუ­ლის­ხმობ­და გა­ე­რო­ში პა­ლეს­ტი­ნის სტა­ტუ­სის თა­ო­ბა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს მი­ერ გა­მო­ხა­ტულ პო­ზი­ცი­ას და ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­კე­თე­ბულ შე­ფა­სე­ბებს. ამ თე­მა­ზე კო­ა­ლი­ცი­ა­ში მარ­თლაც ბევ­რი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა გა­კეთ­და. ნამ­დვი­ლად არ ყო­ფი­ლა ლა­პა­რა­კი იმაზე, ძი­ძი­გურ­მა ან სხვა რო­მე­ლი­მე დე­პუ­ტატ­მა ესა თუ ის გან­ცხა­დე­ბა რა­ტომ გა­ა­კე­თა­ო. ამას­თა­ნა­ვე, ის გუ­ლის­ხმობ­და თვით­მმარ­თვე­ლო­ბებ­თან და­ძა­ბულ ურ­თი­ერ­თო­ბას. მან თქვა, რომ არ მი­ე­სალ­მე­ბა ძა­ლა­დობ­რივ მე­თო­დებს, მაგ­რამ ასე­ვე გა­ნაცხ­ა­და, გა­სა­გე­ბი­ა, რომ ხალხს სურს ად­გი­ლობ­რივ დო­ნე­ზეც შე­იც­ვა­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ო. სი­მარ­თლე მო­ითხ­ოვს ით­ქვას, რომ ორი წლის წინ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბი არ იყო დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნი, "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" ხალ­ხის აზ­რი ნამ­დვი­ლად არ გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­ა. რამ­დე­ნი დე­პუ­ტა­ტიც უნ­დო­დათ, იმ­დე­ნი გაჰ­ყავ­დათ, მათ შო­რის ე.წ. სა­ტე­ლი­ტუ­რი პარ­ტი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც.

- იმ არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გად თქვენ გახ­დით ვა­ნის რა­ი­ო­ნის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რი სწო­რედ იმ პარ­ტი­ი­დან, რო­მელ­საც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კა­ში შე­მოს­ვლის პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­ტე­ლიტ პარ­ტი­ად გა­ნი­ხი­ლავ­და...

- მე ვი­ყა­ვი საკ­რე­ბუ­ლოს დე­პუ­ტა­ტი "ქ­რის­ტი­ან­-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბი­დან", მაგ­რამ ამ პარ­ტი­ის სა­ტე­ლი­ტუ­რი ანა­ტო­მი­ა, გან­სა­კუთ­რე­ბით 2010 წლის თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩე­ვ­ნე­ბი­სას, არ შე­მი­ნიშ­ნავს.

- აბა, ახ­ლა გახ­და სა­ტე­ლი­ტი?

- არ ვი­ცი, ვინ რა გახ­და, მაგ­რამ მე ამ­გვა­რი სა­ტე­ლი­ტო­ბა არც 2008 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი­სას შე­მი­ნიშ­ნავს, რო­დე­საც მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტი ვი­ყა­ვი "ქ­რის­ტი­ან­-დემ­ოკრა­ტე­ბი­დან", მო­ვი­გე არ­ჩევ­ნე­ბი, მაგ­რამ გა­და­წე­რეს ოქ­მე­ბი და გა­მარ­ჯვე­ბუ­ლად გა­მო­აცხ­ა­დეს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ბე­ჟან ხურ­ცი­ძე. ა.წ. 27 აპ­რილს გა­ვა­კე­თე პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბა: ამ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას­თან ჩე­მი ურ­თი­ერ­თო­ბა სა­ინ­ტე­რე­სო არ იყო, რად­გან ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან თა­ნაცხ­ოვ­რე­ბის რე­ჟიმ­ში გა­და­ვი­და-­მეთ­ქი და ეს ნათ­ლად სწო­რედ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კურ ას­პა­რეზ­ზე გა­მოსვლის შემ­დეგ გა­მოჩ­ნდა.

- უმ­რავ­ლე­სო­ბას­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ ივა­ნიშ­ვილ­მა ისიც თქვა, უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში ყოფ­ნა არა­ვის აუ­ვარ­დეს თავ­ში­ო. ვის გუ­ლის­ხმობ­და?

- არ ვი­ცი. თუ ვინ­მეს ჰგო­ნი­ა, რომ ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა ზის და კა­ბი­ნე­ტი­დან არ გა­დის, ძა­ლი­ან ცდე­ბა. ის ხვდე­ბა ბევრ ადა­მი­ანს, მათ შო­რის, დე­პუ­ტა­ტებს, რომ­ლებ­საც რიგ სა­კითხ­ებ­ზე ერ­თმა­ნეთ­თან აქვთ კითხ­ვე­ბი და უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის გან­ცდა. სა­ფუძ­ვლი­ა­ნია ეს თუ უსა­ფუძ­ვლო, არ ვი­ცი. რო­გორც შე­ვიტყ­ვე, უმ­რავ­ლე­სო­ბის ზო­გი­ერთ წევ­რთან არ­სე­ბობს გარ­კვე­უ­ლი პრე­ტენ­ზი­ე­ბი.

- რა ხდე­ბა პარ­ლა­მენ­ტის დე­და­ქა­ლაქ­ში გად­მო­ტა­ნის თა­ო­ბა­ზე?

- პარ­ლა­მენ­ტის თბი­ლის­ში გად­მო­ტა­ნის სა­კითხ­ზე სა­კონ­სტი­ტ­უ­ციო ცვლი­ლე­ბის­თვის სა­ჭი­რო ხმე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა უკ­ვე გვაქვს, მაგ­რამ მო­გეხ­სე­ნე­ბათ, საკ­მა­ოდ მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა თბი­ლის­ში. ის, ფაქ­ტობ­რი­ვად, ვან­და­ლუ­რად და­ან­გრი­ეს. ეს საქ­მე აუ­ცი­ლებ­ლად უნ­და იქ­ნეს გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი. მთავ­რო­ბა შე­მო­ვი­და 2012 წლის ბი­უ­ჯე­ტის ცვლი­ლე­ბის პრო­ექ­ტით და ითხ­ოვს 2 მლნ ლარს პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის გა­სა­რე­მონ­ტებ­ლად. კი­დევ ერთ ნონ­სენსს გეტყ­ვით, თბი­ლის­ში მდე­ბა­რე შე­ნო­ბა დაბ­რუნ­და პარ­ლა­მენ­ტის ბა­ლან­სზე, თუმ­ცა ქუ­თა­ის­ში არ­სე­ბუ­ლი შე­ნო­ბა არ არის პარ­ლა­მენ­ტის ბა­ლან­სზე. სად ვართ და რას ვა­კე­თებთ იმ შე­ნო­ბა­ში, სა­დაც უჰა­ე­რო­ბა კი­დევ ცალ­კე გვახ­რჩობს - გა­უ­გე­ბა­რი­ა.

P.S. ჩვენ ვცადეთ პაატა ლეჟავასთან დაკავშირება, მაგრამ მან ჩვენ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

ინტერვიუ: "მო­ვითხ­ოვ, და­ი­კითხ­ოს დე­პუ­ტა­ტი პა­ა­ტა ლე­ჟა­ვა"

ნათია დოლიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა