ესპანეთის პოლიციამ მკვლელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე, 39 წლის ირმა ს. დააკავა, რომელიც ეჭვმიტანილია საქართველოს მოქალაქე თამილა ს.-ს მკვლელობაში.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მსხვერპლის სხეული დანაწევრებული იყო, რომლის ერთი ნაწილი გასულ კვირას ქალაქ სანჩინაროში კონტეინერში იპოვნეს, სხეულის მეორე ნაწილი კი ვალდემინგომესის ნაგავსაყრელზე აღმოაჩინეს.
როგორც პოლიციის გენერალურ სამმართველოში განაცხადეს, ეჭვმიტანილი და მსხვერპლი საქართველოს მოქალაქეები იყვნენ და ესპანეთში სახლის დამლაგებლებად მუშაობდნენ. გამოძიებისას ცნობილი გახდა, რომ მსხვერპლი გაუჩინარებამდე სტუმრად თავის ნაცნობს, ირმა ს. ეწვია, რომელსაც მისი ვალი ჰქონდა.