საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველო ცალკე სტრუქტურულ დანაყოფად ჩამოყალიბდა

საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველო ცალკე სტრუქტურულ დანაყოფად ჩამოყალიბდა

შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველო საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს გამოეყო და შსს-ს ცალკე სტრუქტურულ დანაყოფად ჩამოყალიბდა. ამიერიდან, სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან სისხლის სამართლის საქმეებზე საექსპერტო-კრიმინალისტიკური და ამ მიმართულებით სპეციალურ გამოკვლევითი საქმიანობა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კომპეტენციას აღარ განეკუთვნება. ამ ფუნქციას საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამმართველო მისგან დამოუკიდებლად შეასრულებს.

ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამოცემული ორი შესაბამისი სამართლებრივი აქტი "საკანონმდებლო მაცნეში" უკვე გამოქვეყნდა.

საექსპერტო-კრიმინალისტიკური და სპეციალური გამოკვლევითი საქმიანობა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფლებამოსილების ფარგლებში შსს-ს ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის 2010 წლის ბრძანების საფუძველზე გადავიდა. მერაბიშვილმა "შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ" ბრძანება ძალადაკარგულად გამოაცხადა და ეს მიმართულება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს დაუქვემდებარა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ