დავით ბერძენიშვილი - თვითმმართველობის არჩევნებში კოალიცია ერთი პარტიული სიით მონაწილეობას არ მიიღებს

დავით ბერძენიშვილი - თვითმმართველობის არჩევნებში კოალიცია ერთი პარტიული სიით მონაწილეობას არ მიიღებს

კოალიცია ”ქართული ოცნება” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ერთი პარტიული სიით არ მიიღებს, აცხადებს უმრავლესობის წევრი დავით ბერძენიშვილი.

"როცა თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება, დიდი ალბათობით, კოალიცია ამ არჩევნებში ერთი პარტიული სიით არ მიიღებს მონაწილეობას", - აცხადებს დავით ბერძენიშვილი გაზეთ "ვერსიასთან" ინტერვიუში.

მისი თქმით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პარლამენტში კოალიციის ერთიანობას საფრთხე დაემუქრება. როგორც უმრავლესობის წევრი აცხადებს, "ოცნებაში" შემავალი სუბიექტები ერთმანეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობაში იქნებიან, ვიდრე სხვა პარტიებთან.

"2014 წელს პოლიტიკური სპექტრი თავიდან დალაგდება და უკვე მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის გამოიკვეთება ის 4-5 დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტია, ვინც შევა საკანონმდებლო ორგანოში. 2014 წლის არჩევნები საინტერესო იქნება - ერთამეთს არ დავხოცავთ, მაგრამ პოლიტიკური ტემპერატურა აიწევს", - აცხადებს დავით ბერძენიშვილი.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა