სამტრედიის პოლიციის ყოფილი უფროსი ზვიად ობოლაძე დააკავეს

სამტრედიის პოლიციის ყოფილი უფროსი ზვიად ობოლაძე დააკავეს

დღეს სამართალდამცველებმა სამტრედიის პოლიციის ყოფილი უფროსი ზვიად ობოლაძე დააკავეს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ზვიად ობოლაძე წინასწარი დაკავების საკანში გადაიყვანეს. ამ დროისთვის უცნობია, თუ რასთან დაკავშირებით წაუყენეს ოფიციალური ბრალი ობოლაძეს.

თუმცა არსებული ინფორმაციით, ობოლაძის დაკავება დაკავშირებულია სამტრედიაში წინასაარჩევნო დაპატიმრებებთან, მათ შორის - კახი კალაძის საარჩევნო შტაბის უფროსის დაკავებასთან.

ამასთან დაკავშირებით დღეს ქუთაისში "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ქუთაისის ყოფილმა მერმა გიორგი თევდორაძემ და იმერეთის გუბერნატორმა ვახტანგ ბალავაძემ ბრიფინგი გამართეს. ბალავაძისა და თევდორაძის განცხადებით, ქვეყანაში შიშს ნერგავენ, ბევრი ელოდება პოლიტიკურ დაპატიმრებებს და ტერორს. მათი თქმით, ხელისუფლება ზეწოლას ახორციელებს თვითმმართველობებზე და დაშინების მიზნით უდანაშაულო ადამიანებს აკავებენ.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ