ვანო მერაბიშვილის ბიძა დააკავეს

ვანო მერაბიშვილის ბიძა დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა შპს "ტაოს" ხელმძღვანელი ლევან თუმანიშვილი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, თუმანიშვილი ყოფილი პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ბიძაა.

"ინტერპრესნიუსს" თუმანიშვილის დაკავება საგამოძიებო სამსახურში დაუდასტურეს, თუმცა აღნიშნეს, რომ მერაბიშვილისა და თუმანიშვილის ნათესაური კავშირის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა "ტაოს" ხელმძღვანელი ტყით სარგებლობის ლიცენზიით გათვალისწინებული პირობების შესრულების კანონიერების, ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკითხეს, დაკითხვის შემდეგ კი, დააკავეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ოფიციალურ განცხადებას უახლოეს საათებში გაავრცელებს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ