ზურაბ აბაშიძე კარასინის ციტატის სიზუსტეს გაარკვევს

ზურაბ აბაშიძე კარასინის ციტატის სიზუსტეს გაარკვევს

ზურაბ აბაშიძე გაარკევს, რამდენად ზუსტად ციტირებს საინფორმაციო სააგენტო "რია-ნოვიოსტი" გრიგორი კარასინის განცხადებას ჟენევაში გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით.

როგორც "ინტერპრესნიუსს" რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძე განუცხადა, იგი გაეცნო "რია ნოვოსტის" გუშინდელ ინფორმაციას, რომელშიც გრიგორი კარასინის სიტყვებია მოყვანილი - "ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ორმხრივი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები რუსეთსა და საქართველოს შორის ჩიხშია მოქვეული, საჭიროა მათი გაჯანსაღება, ურთიერთობების კონკრეტული ფორმების ძიება რუსეთის პოლიტიკური პოზიციების შელახვის გარეშე. სწორედ ამას მიეძღვანა გუშინდელი შეხვედრა".

"ჟურნალისტი არასწორად უნდა აკეთებდეს კარასინის ამ ციტირებას, რადგან შემდგომ მას მოჰყავს კარასინის კიდევ ასეთი სიტყვები - "ჩვენ შევეცდებით, გამოვნახოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც შეესაბამება ჩვენი ორი სახელმწიფოს ინტერესებს". ამ ციტატასთან დაკავშირებით კი, მგონი არანაირი კითხვა არ უნდა იყოს", - აღნიშნა აბაშიძემ.

მისივე თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში, შეეცდება, ოპერატიულად გაარკვიოს, რასთან გვაქვს საქმე, რათა მოიხსნას ნებისმიერი ეჭვი გუშინდელ შეხვედრასთან დაკავშირებით, რომელიც, ბუნებრივია, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც დიდ ინტერესს იწვევს.

ზურაბ აბაშიძის განცხადებით, თბილისში დაბრუნების შემდეგ ჟენევაში გამართული შეხვედრის შედეგებზე ბრიფინგს გამართავს, რომელზეც შეძლებისდაგავარად ჟურნალისტთა ყველა კითხვას გასცემს პასუხს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა