საგამოძიებო სამსახური შპს "ტაოს" ხელმძღვანელის დაკავებაზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

საგამოძიებო სამსახური შპს "ტაოს" ხელმძღვანელის დაკავებაზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შპს "ტაოს" ხელმძღვანელის, ლევან თუმანიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ თუმანიშვილის უშუალო ხელმძღვანელობით საწარმოს თანამშრომლები სამცხე-ჯავახეთის ტყის უბნებში უკანონოდ ჭრიდნენ ხე-ტყეს და მწვანე ნარგავებს, რის შემდეგაც, მოპოვებული ხე მასალა მიჰქონდათ აღნიშნული პირის კუთვნილ გადამამუშავებელ საამქროში. გამოძიების თანახმად, ამ კანონსაწინააღმდეგო ქმედებით გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა 150 000 ლარით განისაზღვრა.

გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ თუმანიშვილი მოპოვებული სამასალე მერქნის რეალიზაციის დროს, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადების გზით, სისტემატურად ზრდიდა მიღებული შემოსავლების ხარჯებს, რითაც თავს არიდებდა სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების გადახდას.

მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 303 - მუხლის პირველი ნაწილით და 210 - ე მუხლის მეორე ნაწილით.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ