ბათუმში საეჭვო ნივთი აღმოაჩინეს

ბათუმში საეჭვო ნივთი აღმოაჩინეს

ბათუმში, ბესიკის ქუჩაზე, სარიტუალო დარბაზ "ვეგას" მიმდებარე ტერიტორიაზე საეჭვო ნივთი აღმოაჩინეს.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, მიწის ზედაპირიდან რამდენიმე სანტიმეტრზე თუნუქის ყუთის კუთხე ჩანდა. მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფილმა სამხედრო პირმა გაიარა და ნივთი ხელში აიღო, თუმცა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა ის მკაცრად გააფრთხილა, რის შემდეგაც თუნუქის ყუთი კვლავ ადგილზე დააბრუნეს.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. ასევე, ელოდებიან კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებს. ტერიტორია საპატრულო პოლიციის ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.

ამასთან, სარიტუალო დარბაზში ქორწილი გრძელდება.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"