სტრატეგიული განვითარების სააგენტო უქმდება

სტრატეგიული განვითარების სააგენტო უქმდება

სტრატეგიული განვითარების სააგენტო უქმდება. პრეზიდენტის მიერ შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ლიკვიდაციას ასევე პრეზიდენტის ბრძანებულებით დაექვემდებარება. ბრძანებულება, რომელიც "საკანონმდებლო მაცნეში" უკვე გამოქვეყნებულია, მიხეილ სააკაშვილმა 14 დეკემბერს გამოსცა.

პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, სააგენტოს ლიკვიდაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება ეკონომიკისა და იუსტიციის სამინისტროებს მიმდინარე წლის 17 დეკემბრამდე უნდა დაესრულებინათ, ქონების ნაწილში სააგენტოს უფლებამონაცვლედ კი, უშუალოდ იუსტიციის სამინისტროა განსაზღვრული.

სტრატეგიული განვითარების სააგენტო პრეზიდენტის 2012 წლის 19 აპრილის ბრძანებულებით შეიქმნა. მისი მთავარი ფუნქცია იყო ტურისტულ ინფასტრუქტურასთან დაკავშირებული პროექტების კოორდინირება. პროექტები, ბიუჯეტთან ერთად, საერთაშორისო გრანტებითაც ფინანსდებოდა.

სტრატეგიული განვითარების სააგენტო ახალი ქალაქის, ლაზიკის მშენებლობის, ასევე კახეთისა და იმერეთის რეაბილიტაციის პროექტებზე მუშაობდა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა