პატრიარქი რესპონდენტთა 93%-ს მოსწონს

პატრიარქი რესპონდენტთა 93%-ს მოსწონს

NDI-ის კვლევის მიხედვით, საქართველოს პატრიარქი რესპონდენტთა 93%-ს მოსწონს. კითხვაზე: მოგწონთ თუ არ მოგწონთ? - რესპონდენტთა 93-მა პროცენტმა პატრიარქთან მიმართებაში დადებითი პასუხი გასცა.

NDI-ის მიერ ნოემბერში ჩატარებული კვლევის შედეგის პრეზენტაცია სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" მიმდინარეობს. პრეზენტაციას NDI-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლუის ნავარო უძღვება.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რომლის მიხედვითაც რეიტინგები შედგა, მიმდინარე წლის ნოემბერში ჩატარდა. კვლევის საველე სამუშაოები 14-25 ნოემბრის პერიოდში მიმდინარეობდა. მის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით წარმომადგელობითი შერჩევით, პირისპირ ინტერვიუს პრინციპით 1 947 ადამიანი გამოიკითხა.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"