თბილისის შს მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად , პროსტიტუციის ხელშეწყობის გამო 5 პირი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულები არიან 1956 წელს დაბადებული მიმოზა ფ,; 1972 წელს დაბადებული ნათია კ,; 1958 წელს დაბადებული დოდო მ,; 1968 წელს დაბადებული ნათელა ჩ. და 1967 წელს დაბადებული მარინე შ,, რომლებიც გოგოლის ქუჩაზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე სისტემატურად ეწეოდნენ პროსტიტუციისთვის ფართების გადაცემის ორგანიზებას.
საქმე აღიძრა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დანაშაული 2-დან 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
გამოძიებას ძველი თბილისის სამმართველოს დეტექტივების განყოფილება აწარმოებს.
იხილეთ ვიდეო: პროსტიტუციის ხელშეწყობისთვის თბილისში 5 პირი დააკავეს