მთავრობა და საპარლამენტო უმრავლესობა ამნისტიის კანონპროექტზე ვერ თანხმდებიან

მთავრობა და საპარლამენტო უმრავლესობა ამნისტიის კანონპროექტზე ვერ თანხმდებიან

მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ამინისტიის შესახებ კანონპროექტში წარმოდგენილ სისხლის სამართლის კოდექსის რიგ მუხლებთან დაკავშირებით ვერ თანხმდებიან.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კამათი საპარლამენტო ოპოზიციასა და უმრავლესობის წარმომადგენლების გარდა, უმრავლესობასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის წარმომადგენლებს შორისაც გაიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტრო წინააღმდეგია, სასჯელისგან 260-ე მუხლის მესამე ნაწილით და ასევე 353-ე მუხლის მეორე ნაწილით მსჯავრდებული პირები გათავისუფლდნენ. პროკურატურა კი, ამნისტიის შესახებ კანონპროექტიდან 180-ე მუხლის ამოღებას მოითხოვს.

260-ე მუხლი ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენ პირებს ეხებათ, რომელთა ქმედებაც არ კვალიფიცირდება ნარკოტიკების გასაღების ნიშნით. ამის მიუხედავად შს სამინისტროს წარმომადგენელი დავით კორახაშვილი აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში საუბარია განსაკუთრებულად დიდი ოდენობის ნარკოტიკების გადაზიდვასა და მოხმარებაზე და შსს კატეგორიული წინააღმდეგია ამინისტირება ამ ნაწილში მსჯავრდებულ ადამიანებს შეეხოს.

რაც შეეხება 353-ე მუხლის მეორე ნაწილს, ამ შემთხვევაში საუბარია პოლიციელების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებაზე, რა დროსაც ადგილი ჰქონდა ჯგუფის მიერ იძულებას და იძულებით მუქარას. შს სამინიტრო მიიჩნევს, რომ ამ ქმედების გამო დაპატიმრებული პირების ამინისტირება ბიძგს მისცემს შემდგომში აღნიშნული დანაშაულის ჩადებას. შს სამინისტროს პოზიცია არ გაიზიარეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენლებმა. მათ უწყებას მოსთხოვეს, რომ პოზიცია მეტი არგუმენტით და დასაბუთებით ყოფილიყო გამყარებული.

რაც შეეხება 180-ე მუხლს, მასში საუბარია თაღლითობის გამო მსჯავრდებულ პირებზე. პროკურატურა მიიჩნევს, რომ 180-ე მუხლი მთლიანად არ შეიძლება ამნისტირებული იყოს. პროკურატურა პარლამენტს სთავაზობს, რომ მოხდეს 180-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მსჯავრდებულ პირთა სასჯელის განახევრება, მაგრამ არა გათავისუფლება.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ცდილობს, პროკურატურასთან კონსენსუსს მიაღწიოს და კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენისთვის, მათთან შეჯერებული ფორმულირებით წარადგინოს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ