შალვა შავგულიძე - ამნისტია გარკვეული ფორმით ყველა მსჯავრდებულსა და პატიმარს შეეხება

შალვა შავგულიძე - ამნისტია გარკვეული ფორმით ყველა მსჯავრდებულსა და პატიმარს შეეხება

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე შალვა შავგულიძის განმარტებით, ამნისტია გარკვეული ფორმით ყველა მსჯავრდებულსა და პატიმარს შეეხება, გარდა იმ პირებისა, რომელთაც მუდმივი პატიმრობა აქვთ მისჯილი.

"ამნიტიის შესახებ" კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორის, ეკა ბესელიას წინადადების გათვალისწინებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე პროექტის მე-17-ე მუხლის კორექტირების გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული მუხლის პირველადი ვარიანტის თანახმად, პატიმრებს, რომლებზეც "ამნისტიის პროექტის" 1-16-ე მუხლების მოქმედება არ ვრცელდებოდა, სასჯელი ერთი მეოთხედით უნდა შემსუბუქებოდა, თუმცა, ამ თვალსაზრითაც არსებობდა გამონაკლისი სსკ-ის მუხლები და პროექტის მე-17-ე მუხლი წარმოდგენილი იყო დათქმით, რომლის თანახმადაც, სასჯელის ერთი მეოთხედით შემსუბუქება არ ეხებოდათ სსკ-ის 108-ე, 109-ე, 137-ე მუხლის IV და V პუნქტებით, 138-ე მუხლის IV და V პუნქტებით და 323-ე მუხლის III ნაწილით მსჯავრდებულებს.

როგორც შავგულიძე განმარტავს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მხარს უჭერს მე-17-ე მუხლის აღნიშნული დათქმის გარეშე მიღებას. "როგორც აღმოჩნდა და დადასტურდა, საქართველოს სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში არაადეკვატურად მძიმე პირობები იყო და ხდებოდა ის, რაც წესით არ შეიძლება ციხეებში ხდებოდეს. აქედან გამომდინარე, ამნისტია რაღაც ნაწილით ყველა მსჯავრდებულსა და პატიმარს უნდა შეეხოს. სწორედ ეს არის არგუმენტი, რომლის საფუძველზეც მე-17-ე მუხლის კორექტირების გადაწყვეტილება მივიღეთ", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" შალვა შავგულიძემ.

სასჯელის ერთი მეოთხედით შემსუბუქება მხოლოდ ისეთ მსჯავრდებულებს ვერ შეეხებათ, რომელთა მიმართ "სისხლის სამართლის კოდექსით" თავისუფლების უვადოდ აღკვეთაა გათვალისწინებული.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ