"აფხაზეთი კრასნოდარის მხარეა და მორჩა!" - ამბობენ რუსი სამხედროები

"აფხაზეთი კრასნოდარის მხარეა და მორჩა!" - ამბობენ რუსი სამხედროები

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ენგურის ხიდზე აფხაზები რუსებმა შეცვალეს და კონტროლიც გაამკაცრეს. ისინი კი, ვინც რისკის ფასად შემოვლითი გზით გადასვლას ბედავს, დაკავების შემთხვევაში რუსებს გალში გადაჰყავთ და მხოლოდ ჯარიმის გადახდის შემდეგ ათავისუფლებენ. რუსები სოფელ-სოფელ პატრულირებენ და მოსახლეობას მკაცრად აკონტროლებენ.

"ჩვენს სოფელში რუსებმა დიდი სამხედრო ბაზა ააგეს და მას 10 კილომეტრის რადიუსში აკონტროლებენ. სამხედროების ნაწილი ჩამოასახლეს, ნაწილს ელიან. რუსები ამბობენ, აფხაზეთი ქართველების და აფხაზების არ არის, ეს კრასნოდარის მხარეა და მორჩაო!" - მეუბნება სოფელ ოტობაიას მკვიდრი.

აგვისტოს ომის შემდეგ აფხაზეთის ტერიტორიაზე - სოხუმში, გაგრაში, გალისა და ტყვარჩელის რაიონებში - ათამდე სამხედრო ბაზა აშენდა. ყველაზე მეტი გალის რაიონში - ჭუბურხინჯში, ოტობაიაში, ფიჩორში, ჩეღალშია თავმოყრილი. რუსებმა ჭუბურხინჯში ცემენტის გადამმუშავებელი ქარხანაც აამუშავეს, - მიამბობს გალელი რესპონდენტი (ბუნებრივია, მის ვინაობას ვერ ვამხელთ), - სამხედროების ოჯახებისთვის - საერთო საცხოვრებელი, ბავშვებისთვის კი ბაგა-ბაღები ააშენეს.

...ვუსმენ და სიმწარე თვალებს მიწვავს - იქაურ ქართველთა ოჯახები მთელ საქართველოში მიმოფანტულები ეძებენ სამუდამო ნავსაყუდელს, მათი შვილები აფხაზეთის მიწაზე ოდესმე დადგამენ თუ არა ფეხს, არავინ იცის, რუსი ბავშვები კი მათ მშობლიურ კუთხეში იზრდებიან.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?