ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ნიკა გვარამია, ალეკო ხეთაგური, დევი კანდელაკი და კახა დამენია დააკავა, - ამის შესახებ საგამოძიებო სამსახურში დღეს გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
როგორც საგამოძიებო სამსახურმა განმარტა, ისინი, არასამეწარმეო მიზნით, 2012 წლის ივლისში შექმნილი ცრუ საწარმოსთვის ენერგოკომპანიების მიერ თითქოსდა საკონსულტაციო მომსახურებისათვის 1 000 000 აშშ დოლარის გადარიცხვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით იკითხებოდნენ.
მათ გარდა დაკავებულია არიან, აგრეთვე, გიორგი ნესმიწვერიძე და იზაბელა გუტიძე.