სამართალდამცველებმა განათლებისა და იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ნიკა გვარამიას სახლის ჩხრეკა დაასრულეს. ნიკა გვარამიას მეუღლის განცხადებით, სამართალდამცველებმა ჩხრეკის შედეგად სამი პერსონალური კომპიუტერი ამოიღეს.
გაიჩხრიკა ასევე ეკონომიკის მინისტრის მოადგილე კახა დამენიას სახლი. ჩხრეკა ამ წუთებშიც მიმდინარეობს ალექსანდრე ხეთაგურის სახლში.