ვლადიმერ პუტინი - გემრიელი ღვინოა საქართველოში, ვერაფერს იტყვი

ვლადიმერ პუტინი - გემრიელი ღვინოა საქართველოში, ვერაფერს იტყვი

გემრიელი ღვინოა საქართველოში, ვერაფერს იტყვი, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გაფართოებულ პრესკონფერენციაზე, როდესაც "მე-9 არხის" ჟურნალისტმა კითხვის დასმის დროს პუტინს უთხრა, რომ საქართველოდან ხარისხიანი ღვინო აქვს ჩამოტანილი, თუმცა, სასტუმროში დატოვა, რადგან არ იცოდა დართავდნენ თუ არა პრესკონფერენციაზე შეტანის უფლებას.

ამის შემდეგ პუტინმა იკითხა, გაუმასპინძლდებოდა თუ არა მას ამ ღვინით. "საქართველოში მეღვინეობის განსაკუთრებული კულტურაა", - აღნიშნა პუტინმა. კითხვაზე, თუ რატომ არ არის ქართული პროდუქცია რუსულ ბაზარზე მას შემდეგ, რაც საქართველომ თანხმობა მისცა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას, პუტინმა განაცხადა, რომ გადახედავს და თუ ვმო მათ ავალდებულებს ამას, რუსეთი ამ ვალდებულებას შეასრულებს.

"ჩვენ უნდა შევასრულოთ ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებები. საქართველომ თანხმობა მისცა რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებას, ჩვენ უნდა ვიყოთ თანმიმდევრულები და ჩვენი ვალდებულება შევასრულოთ", - განაცხადა პუტინმა და აქვე დასძინა, რომ ეს უნდა იყოს დეპოლიტიზირებული.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"