შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაასრულა სამსახურებრივი შემოწმება თენგიზ გუნავას დაკავების თაობაზე. შს სამინისტროს ინფორმაციით, გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე, მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება და დაკავებული თანამდებობებიდან გაათავისუფლა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხუთი თანამშრომელი.
ამავე საკითხზე გამოძიებას აწარმოებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია. შს სამინისტროს ცნობით, დამატებითი ინფორმაცია ამ საქმესთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება გამოძიების დასრულების შემდეგ.