ვერა ქობალია ფეხმძიმედაა

ვერა ქობალია ფეხმძიმედაა

ვერა ქობალია ფეხმძიმედაა. ამის შესახებ ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა ე.წ. მოდულის შენობასთან განაცხადა, სადაც ადვოკატ გოგიტა გაბაიძესთან ერთად დაკითხვაზე მივიდა.

ვერა ქობალიამ იმედი გამოთქვა, რომ დიდი ხნის განმავლობაში არ მოუწევს დაკითხვაზე ყოფნა, ვინაიდან 5 თვის ორსულია და რთული ორსულობა აქვს.

ვერა ქობალიას არ აქვს ინფორმაცია, თუ რა საკითხებზე უნდა წარიმართოს დაკითხვა, თუმცა, ვარაუდობს, რომ ეს შეეხება უძრავი ქონებისა და პრივატიზების საკითხებს მისი მინისტრობის პერიოდში.

ამასთან, ქობალიას თქმით, ის ყველა თემაზე ითანამშრომლებს გამოძიებასთან და პასუხს გასცემს ყველა შეკითხვას.

იხილეთ ვიდეო

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"