ვერა ქობალია "ქართუ ბანკის" გაკოტრების საქმეზე დაიკითხა

ვერა ქობალია "ქართუ ბანკის" გაკოტრების საქმეზე დაიკითხა

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ვერა ქობალია ე.წ. მოდულის შენობაში "ქართუ ბანკის" გაკოტრებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოწმის სტატუსით დაიკითხა, - ამის შესახებ ქობალიამ მოდულის შენობის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი დაკითხვა ოთხი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. "დამკითხეს "ქართუ ბანკის" ქონებასთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში, თუმცა, გამოძიება გრძელდება და კონკრეტული დეტალების გახმოვანებისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ", - აღნიშნა ქობალიამ, რომელიც დაკითხვაზე ადვოკატ გოგიტა გაბაიძესთან ერთად იმყოფებოდა.

ადვოკატის განცხადებით კი, დაკითხვის პროცესში ბევრი უაზრო შეკითხვა დაისვა და იყო ფსიქოლოგიური ზეწოლაც. ამასთან, გოგიტა გაბაიძემ აღნიშნა, რომ იგივე საქმესთან დაკავშირებით არ არის გამორიცხული, ქობალია დაკითხვაზე კიდევ დაიბარონ.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ